პაციენტი 49 წლის, პერიოდულად ზედა ყბაზე ორივე მხარეს უჩივის ყრუ ხასიათის ტკივილებს. -მეორე სეგმენტში 3D პანორამულ კვლევაზე ჩანს: #24/25 კბილებზე ქრონიკული ანთებითი პროცესი, #26 - კბილის მიდამოში ისახება ოდონტოგენური კისტა ჰაიმორის წიაღში შემავალი, რომელიც მოიცავს #27 კბილის ფესვსაც. -პირველ სეგმენტში არის #14/15 კბილების ადენტია, #16 კბილის ფესვების მწვერვალზე აღინიშნება ოდონტოგენური კისტა მცირე ზომის. -მეორე სეგმენტში ჩატარდა #24/25 კბილების ექსტრაქცია და დაუყოვნებელი იმპლანტაცია (SGS P5D) და კბილბუდის თავისუფალი სივრცეები შეივსო ხელოვნური ძვლით, #26 მიდამოში ცისტექტომია, შნაიდერის მემბრანის მთლიანობის შენარჩუნებით. #27 ექსტრაქცია. -პირველ სეგმენტში ჩატარდა #16 კბილის ექსტრაქცია მოხდა კბილბუდის კიურეტაჟი. #14/15 კბილების მიდამოში ჩატარდა იმპლანტაცია (SGS P5D) + ძვლოვანი აუგმენტაცია ხელოვნური მემბრანისა და პინების გამოყენებით, ხოლო #16 კბილბუდე შეივსო გრაფტით..
Shared
Irakli Dgebuadze (Owner)